Monday, July 17, 2017
ინტელის სასწავლო პროექტი ,,პროექტებით სწავლება “ ცხრა დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში გავიარე 8 მოდული. ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი, ბევრი სიახლის მომცემი ჩემთვის. გავეცანი პროექტების სწავლებას, დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევქმენი ელექტრონული საქაღალდე .
გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას. აღნიშნული სწავლება მოსწავლეებში ავითარებს აქტიური კვლევის, ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდას.
ავირჩიე სასწავლო პროექტის თემა, რომლის შერჩევისას გავითვალისწინე, თუ როგორ გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, რათა ეს ცოდნა დაეხმაროს ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
ტრენინგის განმავლობაში ვიმუშავე პროექტის გეგმის შედგენაზე, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა.გავეცანი პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე. ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტებისა და ბროშურების შექმნა, ინფორმაციის ბლოგზე განთავსება , დიზაინის შეცვლა, ჩანართების შექმნა ბლოგზე.
გადმოვწერეთ ე.ს.გ სტანდარტები და მიზნები შევუსაბამეთ ჩვენი პროექტის მიზნებსა დ ა სტანდარტებს, გავიხსენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარი, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. მოვამზადე პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე.
გავეცანით ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებებს: ელფოსტა, ონლაინჩატი. გავეცანით საავტორო უფლებებს, მოვიძიეთ საძიებო სისტემები, გავეცანით ელექტრონული ფოსტის ჩათს, ონლაინ კოლაბორაციულ სასწავლო რესურსებს, შევქმენით კვლევის ფორმები და გაუზიარეთ ერთმანეთს.
გავეცანით თუ როგორ შევქმნათ
შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების სქემა.
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შეფასების ფორმების შედგენა, განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულისაჭიროებების გათვალისწინებაზე, შევქმენით აღნიშნულ თემაზე რესურსები.
ტრენინგის ბოლო დღეს გადავამოწმე ჩემ მიერ შექმნილი პორტფოლიო და მასალები ავტვირთე ბლოგზე. მასში არსებულ მასალებს გამოვიყენებ სასწავლო პროექტების წერის დროს და სასწავლო პროცესში.
ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და თავად ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს,
Friday, July 14, 2017
მერვე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე,ვნახეთ შეფასების რუბრიკები. შევქმენით ჩვენი თემის შესაბამისი შეფასების ფორმა.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლაზე, სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვთა მიდგომებზე. ამ ბავშებთან საჭიროების დადგენაზე , მათ დახმარებაზე,მათი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსები და ვნახეთ ფასილიტაციის მასალები ელექტრონოლ სახელმძღვანელოებში.
განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსები და ვნახეთ ფასილიტაციის მასალები ელექტრონოლ სახელმძღვანელოებში.
Wednesday, July 12, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. ვნახეთ სხვისი რესურსები. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო,ვისაუბრეთ ბლოგზე, გვერდის შექმნის და გაჯეტის ჩასმის შესახებ. ვისაუბრეთ ფერებისა და ზომების შეცვლაზე.
Friday, July 7, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
დავიწყეთ ვებ-2 ტექნოლოგიის ინსტრუმენტები:თარგმნის პროგრამაში მუშაობა,დისკში ახალი დოკუმენტების შექმნა, გაზიარება და რედაქტირება ერთობლივი კოლაბორაციისთვის.
ვისწავლეთ კვლევითი ფორმების შექმნა და გაზიარება.yutobe-ში ვიდეოების ატვირთვა და გადმოწერა. გაზიარება ბლოგზე და სოციალურ ქსელში.,ასევე კალენდრის გამოყენება და ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციების ჩაშენება ბლოგში
ვისწავლეთ კვლევითი ფორმების შექმნა და გაზიარება.yutobe-ში ვიდეოების ატვირთვა და გადმოწერა. გაზიარება ბლოგზე და სოციალურ ქსელში.,ასევე კალენდრის გამოყენება და ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციების ჩაშენება ბლოგში
Wednesday, July 5, 2017
მეხუთე დღის რეფლეფსია
შევამოწმეთ პრეზენტაციები. ვისაუბრეთ წინა ცოდნის დადგენის ფორმაზე.შევქმენით საჭიროების შეფასების ფორმა.
ვნახეთ მესამე მოდულის ინტერნეტკავშირები,ვისაუბრეთ საავტორო უფლებებისა და ეთიკური ნორმების დაცვაზე.
განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი.ვისაუბრეთ ინტერნეტის
გამოყენებაზე,საძიებო სისტემებზე, წყაროს სანდოობასა და ვებგვერდის ჩანიშვნაზე.
განვიხილეთ საძიებო რესურსები.
ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირზე მსოფლიოსთან,კერძოდ,ელექტრონულ ფოსტაზე(წერილის გაგზავნა და ფაილის მიბმა)
სერვისებიდან განვიხილეთ რუკები და გუგლის პლიუსები.
ვნახეთ მესამე მოდულის ინტერნეტკავშირები,ვისაუბრეთ საავტორო უფლებებისა და ეთიკური ნორმების დაცვაზე.
განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი.ვისაუბრეთ ინტერნეტის
გამოყენებაზე,საძიებო სისტემებზე, წყაროს სანდოობასა და ვებგვერდის ჩანიშვნაზე.
განვიხილეთ საძიებო რესურსები.
ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირზე მსოფლიოსთან,კერძოდ,ელექტრონულ ფოსტაზე(წერილის გაგზავნა და ფაილის მიბმა)
სერვისებიდან განვიხილეთ რუკები და გუგლის პლიუსები.
Subscribe to:
Posts (Atom)