Monday, July 17, 2017

ინტელის სასწავლო პროექტი ,,პროექტებით  სწავლება “   ცხრა დღის განმავლობაშგრძელდებოდა. ამ ხნის  განმავლობაში გავიარე 8 მოდული. ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი, ბევრი სიახლის მომცემი ჩემთვის. გავეცანი პროექტების სწავლებას, დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევქმენი ელექტრონული საქაღალდე .
გავეცანი სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას. აღნიშნული სწავლება  მოსწავლეებში ავითარებს აქტიური კვლევის, ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა.
ავირჩიე სასწავლო პროექტის თემა, რომლის შერჩევისას გავითვალისწინე, თუ როგორ გამოვიყენებ აღნიშნულ პროექტს სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად,  რათა ეს ცოდნა დაეხმაროს  ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
ტრენინგის განმავლობაში ვიმუშავე პროექტის გეგმის შედგენაზე, განვიხილეთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის  მახასიათებლების ჩეკლისტი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა.გავეცანი პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე.  ვისწავლეთ საინფორმაციო ბუკლეტებისა და ბროშურების შექმნა, ინფორმაციის ბლოგზე განთავსება , დიზაინის შეცვლა, ჩანართების შექმნა ბლოგზე.
გადმოვწერეთ .. სტანდარტები და მიზნები შეუსაბამეთ ჩვენი პროექტის მიზნებსა სტანდარტებს, გავიხსენეთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევები და შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარი, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა  ჩართულობას.   მოვამზადე პრეზენტაცია  ჩემს სასწავლო პროექტზე.
გავეცანით ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებებს: ელფოსტა, ონლაინჩატი. გავეცანით საავტორო უფლებებს, მოვიძიეთ საძიებო სისტემები, გავეცანით ელექტრონული ფოსტის ჩათს, ონლაინ კოლაბორაციულ სასწავლო რესურსებს, შევქმენით კვლევის ფორმები და გაუზიარეთ ერთმანეთს.
გავეცანით თუ როგორ შევქმნათ  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მისი შეფასების სქემა.
      განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შეფასების ფორმების შედგენა, განვსაზღვრეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულსაჭიროებების გათვალისწინებაზე, შევქმენით აღნიშნულ თემაზე რესურსები.
ტრენინგის ბოლო დღეს  გადავამოწმე  ჩემ მიერ შექმნილი პორტფოლიო და მასალები ავტვირთე ბლოგზე.  მასში არსებულ მასალებს გამოვიყენებ  სასწავლო პროექტების წერის დროს და სასწავლო პროცესში.
 ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და თავად ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს,


No comments:

Post a Comment