გაკვეთილის მთავარი თემა
|
“ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი(შაირობა)
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური,VIIკლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
27მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
|
მოსწავლე შეძლებს პოეზიის მნიშვნელობის შოთასეული გააზრება მომდევნო ეპოქის პრინციპებს დაუკავშიროს
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ“ვეფხისტყაოსნის“პროლოგის (შაირობის ეპიზოდის)გაგებასა და გააზრებას,ტექსტიდან მოძიებული ინფორმაციის ორგანიზებას,კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებას,ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული
ტექსტების გააზრება-გაანალიზება და ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· კითხულობს მხატვრულ ტექსტებს გაგებისა და გააზრების მიზნით (შესწავლის, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
· საუბრობს იმის შესახებ, რაზე დააფიქრა წაკითხულმა; რა იყო ტექსტში მისთვის ნაცნობი და გასაგები; რა - უცნობი და გაუგებარი;
· ამოკრებს ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
· ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას),გამოაქვს დასკვნები და წარმოადგენს რეზიუმეს სახით (ზეპირად ან წერილობით);
გამოაქვს დასკვნები მთლიანი ტექსტის ან მისი
მონაკვეთის საფუძველზე;
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს);
მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.განმარტოს უცნობი სიტყვების მნიშვნელობა წინადადებაში
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები იცნობენ “ვეფხისტყაოსნის”ეპიზოდებს,ზეპირად იციან სტროფები პროლოგიდან.იციან რა არის პროლოგი და პოემა
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,სქემები,დაფა,პროექტორი,თაბახის ფურცლები,კომპიუტერი
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
მისალმება, კლასის ორგანიზება,გაკვეთილის თემის გაცნობა-2წთ.
Aფაზა(გამოწვევა)-8წთ.წუთი
განწყობის შესაქმნელად დაფაზე კიდია შოთა რუსთაველის პორტრეტი და თინათინის გამეფების ზიჩისეული სურათი.
მასწავლებელი მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით სვამს კლასის წინაშე კითხვებს და მთელ კლასთან ერთად დგება ასოციაციური რუკა.(რუკა მოიცავს პროლოგის მნიშვნელოვან თემებს).
მოკლედ განიმარტება შაირობის არსი.
მოსწავლეები ნახავენ ნაწყვეტებს ფილმიდან “ხევსურული ბალადა”. ყურადღება გამახვილდება შაირობის შოთასეულ აღქმაზე.
B ფაზა-15წთ.
კომენტირებული კითხვა.მასწავლებელი კითხვას იწყებს,მოსწავლეები აგრძელებენ.ტექსტის კითხვისას აიხსნება გაუგებარი სიტყვები და გამოთქმები.მასწავლებელი გზადაგზა აკეთებს სათანადო კომენტარს წაკითხულის გასააზრებლად და უკეთ აღსაქმელად.( მუშაობა მთელ კლასთან )
მოსწავლეები იხსენებენ წინასწარ ნასწავლ მასალას(ილიას,აკაკის,ვაჟას ლექსებს პოეტისა და პოეზიის დანიშნულების შესახებ) და ცდილობენ შაირობის სტროფებთან შინაარსობრივად მათ დაკავშირებას.
Cფაზა-15წთ.
მასწავლებელი კლასს ყოფს 3 ჯგუფად.ჯგუფები იყოფა შემთხვევითობის პრინციპით:მასწავლებელი10-10-10 სტიკერებზე წერს ერთიანს,ორიანს სამიანს(აქედან თითოს ახატია ვარსკვლავი,ყრის ყუთში და თითოეული მოსწავლე იღებს სტიკერს.მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ვისაც შეხვდათ ერთნაირი ბარათები დაჯგუფდნენ ერთად(ერთიანები ერთად 2-იანები ერთად,3-იანები-ერთად,4-იანები ერთად)A ვების საშუალებით.
მასწავლებელი აჯამებს მასალას,აკეთებინებს დასკვნებს სქემის საშუალებით.სქემა”დაამყარე კავშირი”.მოსწავლეები წერენ პრობლემას,მოჰყავთ მაგალითი ყოველდღიურობიდან,აკავშირებენ ნაცნობ ნაწარმოებთან.
შეფასება:3წთ
განმავითარებელი და განმსაზღრელი
საშინაო დავალება2წთ.
“გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი”
“მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად”-”ვეფხისტყაოსნის” ამ ორი ტაეპის გააზრება.წინააღმდეგობა თუ თანხვედრა.ახალი ლექსიკური ერთეულების მოხერხებულად ჩასმა წერით დავალებაში.
|
Saturday, March 25, 2017
"ვეფხისტყაოსნის"პროლოგო-შაირობა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment